პერსონალური ვარჯიში ოკტოპუსში
თქვენ და თქვენი ერთგული პერსონალური ინსტრუქტორი შექმნით გეგმას, რომელიც მორგებული იქნება თქვენს მიზნებზე და ერთად, თქვენ იმუშავებთ თქვენთვის სასურველი შედეგების მიღწევაზე. პერსონალურ ინსტრუქტორთან ერთად შეძლებთ მიაღწიოთ წარმოუდგენელ შედეგს.
თავდაპირველად ჩვენ შეგირჩევთ შესაბამის ინსტრუქტორს
ჩვენ შეგირჩევთ ისეთ ინსტრუქტორს ვინც ინდივიდუალურად მიუდგება თქვენს მიზანსა და მისწრაფებებს.
შემდეგ ჩვენ შეგიდგენთ გეგმას
თქვენი ინსტრუქტორი შეაგროვებს მონაცემებს Inbody-ის (შესაძლებელია მხოლოდ სითი მოლის ფილიალში) ტესტირების შემდგომ, ასევე ინფორმაციას თქვენი ცხოვრების სტილის შესახებ და შეგიდგენთ თქვენზე მორგებულ პროგრამას.
და ბოლოს ჩვენ ვიწყებთ ერთად მუშაობას
ვარჯიშის პროცესში ინსტრუქტორი დაგისახავთ მეტ გამოწვევას რომ მეტად პროგრესირდეთ და სასურველი შედეგი მიიღოთ.
ოკტოპუსში პერსონალურ ინსტრუქტორთან ვარჯიშით თქვენ შეძლებთ შეუძლებელს!
ერთად, თქვენ და თქვენი პერსონალური ინსტრუქტორი მოხსნით რეკორდებს და შეძლებთ იმ შედეგების მიღწევას რაც მუდამ გსურდათ! ჩვენი პროგრამა. თქვენი შედეგები.