ოკტოპუსის covid19 სტანდარტი
გაეცანით ოკტოპუსის უსაფრთხოების და სისუფთავის რეგულაციების ჩამონათვალს:
დასუფთავება და სანიტარიზაცია
დასუფთავების პროტოკოლი
გარდა არსებული უწყვეტი დასუფთავებისა, დღის განმავლობაში სამჯერ და ღამით ერთხელ დავამატებთ ხისტი, ღრმა გაწმენდისა და დეზინფექციის პროცესს.
ჯგუფური ვარჯიშები
ყოველი ჯგუფური ვარჯიშის წინ გამოყოფილი იქნება 15 წუთიანი ლუფტი რომლის დროსაც მოხდება დეზინფექცია სტუდიისა და ინვენტარის.
კლუბში დაშვების წესები
ტემპერატურის შემოწმება
კლუბში შემოსვლამდე თანამშრომლები და მომხმარებლები გაივლიან თერმო სკრინინგს. ნორმაზე მეტი ტემპერატურის მქონე კლიენტები არ იქნებიან დაშვებულები კლუბში.
დამატებითი ინვენტარი
კლუბის შემოსასვლელში მოწყობილი იქნება დეზო-ბარიერი, სადეზინფექციო ხსნარით ხელის დასამუშავებელი დისპენსერები და ბახილების აპარატი.
სოციალური დისტანცია
ნიშნები იატაკზე და ინვენტარზე
დისტანციისა ადვილად დაცვის მიზნით გასახდელებში, საერთო სავარჯიშო სივრცეში და სტუდიოებში იქნება გაკრული ნიშნები იატაკზე და ინვენტარზე.
გასახდელები
გასახდელი კარადები ერთის გამოტოვებით იქნება დალუქული რომ გამარტივებული იყოს დისტანციის დაცვა. საშხაპე კაბინები იმუშავებს ჩვეულებრივ.
დისტანცია
გთხოვთ ვარჯიშისას დაიცვათ რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია და მისალმებისას თავი შეიკავოთ ხელის ჩამორთმევისაგან. კლუბის მიმღებში და კაფეში ასევე იქნება განთავსებული დამცავი ბარიერები.
ჯგუფურ ვარჯიშებზე დასწრების ეტიკეტი
წინასწარ ჯავშანი
იმისათვის რომ დაცული იქნეს სოციალური დისტანცია, შემცირებული იქნება ჯგუფურ ვარჯიშებზე დასწრების ოდენობა 9 ადგილამდე. აუცილებელი იქნება ჯგუფური ვარჯიშების წინასწარი დაჯავშნა რომელიც შეიძლება განახორციელოთ ჩვენი მობილური აპლიკაციით ან ვებ-გვერდიდან. დამატებითი ინფორმაცია.
სოციალური დისტანცია
ყველა სტუდიაში იატაკზე მონიშნული იქნება ნიშნები მოხაზული რის მიხედვითაც გამარტივდება სოციალური დისტანციის დაცვა და შენარჩუნება.
საერთო სივრცის ეტიკეტი
ინვენტარის გამოყენება
მომხმარებლებმა, ისევე როგორც პერსონალმა სპორტული ინვენტარის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ უნდა განახორციელოს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მათი დამუშავება / გადაწმენდა.
პირსახოცები
ვარჯიშის დროს აუცილებელია პირსახოცის გამოყენება მატებსა და ინვენტარზე დასაფენად. კლუბში იქნება განთავსებული პირსახოცები რომელიც იქნება ერთჯერად შეფუთვებში. ჩვენი პირსახოცები ირეცხება 70C ტემპერატურაზე.
ხელის სანიტაიზერები
მომხმარებლებისთვის რეკომენდირებული იქნება რომ ხშირად გამოიყენონ კლუბის სხვადასხვა ზონებში არსებული 60-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები.
კარდიო ზონა
სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით კარდიო ტრენაჟორებს შორის იქნება დამცავი ბარიერები.
პირბადე და ხელთათმანები
პირბადეები
ყველა პირი ვალდებულია კლუბში შემოსვლისას და კლუბში ყოფნისას ყველა ზონაში ატაროს პირბადე (გარდა მაღალ ინტენსიური ვარჯიშების შესრულებისას). მომხარებლის კომფორტისათვის შესაძლებელი იქნება პირბადეების მიმღებში შეძენაც.
ხელთათმანები
ოკტოპუსის რეკომენდაციაა რომ ივარჯიშოთ საკუთარი სპორტული ხელთათმანით რომელიც სასურველია გაირეცხოს ყოველი მოხმარების შემდგომ.
დამატებითი რეკომენდაციები
ანგარიშსწორება
გთხოვთ მიმღებში და კაფეში ანგარიშსწორება განახორციელოთ საბანკო ბარათის მეშვეობით. ამასთანავე გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ უკვე აბონიმენტების შეძენა შესაძლებელია ოკტოპუსის ვებ-გვერდიდან. ასევე თქვენ შეგიძლიათ წინასწარ დადოთ თანხა თქვენს ანგარიშზე რომელიც შემდეგში შეგიძლიათ გახარჯოთ ჩვენთან ნებისმიერი სასურველი პროდუქტის შესაძენად.
ჯგუფური ვარჯიშების დაჯავშნა
ყველა ჯგუფურ ვარჯიშზე დასასწრებად აუცილებელი იქნება წინასწარი ჩაწერა. კლიენტებისთვის მაქსიმალურად იქნება მითითებული რომ ჯგუფური ვარჯიშებზე ჩაწერა მოხდეს ჩვენი მობილური აპლიკაციის მეშვეობით ან ოკტოპუსის ვებ-გვერდიდან.
კლუბში დაშვებული ადამიანების რაოდენობა
თითოეული ოკტოპუსის ფილიალისთვის გამოყოფილი იქნება სხვადასხვა მაქსიმუმი ადამიანების რაოდენობა რომლის დაშვებაც შესაძლებელი იქნება კლუბში. თქვენ კი გექნებათ საშუალება რომ ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით აკონტროლოთ კლუბში შემოსული ადამიანების რაოდენობა.